Saturday, July 24, 2010

პროექტის აღწერა




პროექტის სახელწოდება: დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ბუნებას.

როექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ბუნების მნიშვნელობას, მის მოვლას და დაცვას. ტყის გაჩეხვა იწვევს ბუნებრივი კატაკლიზმების მკაცრ გამოხატულებებს „მეწყერი, ზვავი, კლიმატური პრობლემები,“ რაც დიდ საფრთხეს უქმნის ბუნების განადგურებას საყოფაცხოვრებო პირობებს და ჯანმრთელობას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოსახლეობაში მოიძიებენ მრავალწლიანი მცენარეების ნერგებს. ბორჯომის სატყეო მეურნეობაში იშვიათი ჯიშის მცენარეთა ნერგებსა და თესლებს. თავიანთ წვლილს შეიტანენ ბუნების გადარჩენაში. ისწავლიან დარგული და დათესილი ნერგების მოვლას. მცენარეთა ჯიშების გაცნობას და ცნობების მოპოვებას მათზე. ისწავლიან აღმოცენებული და გადანერგილი მცენარეების მოვლა–პატრონობას. პროექტზე მუშაობისას მოაწყობენ ექსკურსიებს ბუნებაში. გადაიღებენ ფოტო–სურათებს, ვიდეომასალას, შექმნიან ნახატებს ,გააკეთებენ ჩანაწერებს.
ეს პროექტი ამოქმედდება 2010წლის სექტემბრიდან და მასში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები და მასწავლებლები.
მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით
მონაწილეთა ასაკი/კლასები:9–10/lV
ვადები/ხანგრძლივობა:2010წლის სექტემბერი 2011წლის მაისი.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ნერგების, თესლების, დარგული და აღმოცენებული მცენარეების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ფოტო–სტენდის შექმნა, გადაღებული სურათების გამოფენა,ლაშქრობის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ...
სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექტის საიტის დამთვალიერებლები უფრო გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ბუნება, შრომა, ხელოვნება, ქართული ენა, მათემატიკა, გამოუმუშავდებათ უნარ–ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში(ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, ვებ–გვერდის შექმნა.)
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: მზია გიგაური.
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა:



No comments:

Post a Comment